რა არის ალკოჰოლი და ალკოჰოლიზმი?




     ალკოჰოლი არაბული სიტყვაა, რაც ნიშნავს ''ნაზს'' და ''საამოს''.   

ალკოჰოლურ სასმელებს უძველესი დროიდან იცნობს კაცობრიობა არა მხოლოდ ღვინის, არყისა და სპირტის, არამედ სხვა მათრობელა წვენის, როგორც ბუნებრივი მცენარეული წვენების ისე ხელოვნურად გამოხდის საშვალებით მიღებული სასმელების სახით.


ალკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. ჩვენში ამ დაავადებას ლოთობას უწოდებენ და მოსახლეობაში ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად ითვლება.ალკოჰოლური სასმელი ეთანოლის შემცველი სასმელია.ის ცენტრალურ ნერვულს სიტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს,დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზია,კომა, სუნთქვის დათრგუნევა  და სიკვდილიც კი.  თრობის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს სისხლი ალკოჰოლს. ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება (ზედოზირება) უმრავლეს შემთხვევაში ეს არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით ქრება. მაგრამ ზედოზირების დროს შეიძლება განვითარდეს კომა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და შესაძლებელია მედიცინის ჩაურევლად სიკვდილით დამთავრდეს.

ალკოჰოლი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი, რომელიც მომენტალურად მოქმედებს ორგანიზმზე და მიუხედავად იმისა, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ის ამხიარულებს ადამიანს, სინამდვილეში კი ის დეპრესანტია.





2 comments:

  1. კარგია მაგრამ ვის ესმის. სანამ საზარელ შედეგს არ მიიღებენ მაინც არ ანებებს უმრავლესობა "ლოთობას" თავს..

    ReplyDelete
  2. უმრავლესობას არ ესმის რომ ალკოჰოლი ძალიან ცუდი რამაა😬

    ReplyDelete